საერთაშორისო დიდოსტატი ლუკა პაიჭაძე საქართველოს ჩემპიონია
საერთაშორისო დიდოსტატი ლუკა პაიჭაძე საქართველოს ჩემპიონია

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს 79-ე ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. ფინალში ლუკა პაიჭაძემ შედეგით 1,5:05 თორნიკე სანიკიძე დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.

მესამე ადგილისთვის მატჩში კონსტანტინე შანავამ ლევან ფანცულაიას სძლია და შანავამ ბრინჯაოს მედალთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.