საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „პსჟ“ 3:2 „ატლეტიკო“ (ვიდეო)

სინგაპურის ეროვნულ სტადიონზე საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ 3:2 მოუგო მადრიდის „ატლეტიკოს“.

პარიზელები 71-ე წუთისთვის ნკუნკუსა და დიაბის გოლებით იგებდნენ. „ატლეტიკომ“ მოახერხა გათანაბრება – 75-ე წუთზე მოლიეხომ გაქვითა ერთი ბურთი, 86-ე წუთზე კი პარიზელმა ბერნედმა გაიტანა გოლი საკუთარ კარში. ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, როცა 92-ე წუთზე პსჟ-ის ფორვარდმა ვირჯილ პოსტოლაჩიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს –

პსჟ: ტრაპი, რიმანი, კურზავა (მბე სო, 46/ბაებეკი, 60), დაგბა (ზაგრი, 46), ნსოკი, რაბიო (ტუფიკი, 46), დიარა (ბერნედი, 46), ვერატი (ადლი, 46), ლო სელსო (ჟორჟენი, 46/პოსტოლაჩი, 51), დი მარია (ვეა, 46), ნკუნკუ (სისაკო, 46).

ატლეტიკო: ადანი, მონტერო, ხუანფრანი (მოლიეხო, 64), ოლაბე, მოია, კარო, პარტეი (მუნიოსი, 46), ერნანდესი (ისააკი, 64), კორეა (პონჩი, 64), გამეირო (სოლანო, 64), ვიეტო (გარსესი, 67).

ეს „პარი სენ-ჟერმენის“ პირველი მოგება იყო საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე. მანამდე პარიზელებმა 1:3 და 1:5 წააგეს, შესაბამისად, „ბაიერნთან“ და „არსენალთან“.

დატოვე კომენტარი