საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - დორტმუნდი-ლივერპული 3:1
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - დორტმუნდი-ლივერპული 3:1

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ შარლოტში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის (International Champions Cup) რანგში მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც იურგენ კლოპის ამჟამინდელი და ყოფილი კლუბები ხვდებოდნენ ერთმანეთს – „ლივერპული“ „დორტმუნდის“ წინააღმდეგ.

პირველი ტაიმი „ლივერპულმა“ მოიგო ვირჯილ ვან დიიკის ზუსტი თავურის წყალობით, მაგრამ მეორე ტაიმში „დორტმუნდმა“ სამი გოლის გატანა შეძლო და 3:1 მოიგო. დუბლი შეასრულა კრისტიან პულიშიჩმა, კიდევ ერთი გოლი ბრუნ ლარსენმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ „დორტმუნდმა“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მეორე მატჩი მოიგო. მანამდე, მან 1:0 მოუგო ინგლისის ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ლივერპული: კარიუსი, მატიპი (გომესი, 22), ვან დიიკი (კლავანი, 46), კლაინი (ფილიპსი, 62), რობერტსონი (მორენო, 46), ლალანა (მილნერი, 46), ფაბინიო (კეიტა, 46), კამაშუ (სტარიჯი, 46), ჯონსი (სოლანკე, 46), მარკოვიჩი (ოჯო, 46), ორიგი (ვუდბერნი, 46).
დორტმუნდი: ჰიტცი, ტოლიანი (შმელცერი, 46), დიალო (პიპერი, 46), ზაგადუ, დიკმანი (გიოტცე, 46), შაჰინი (პულიშიჩი, 46), დაუდი (ბრუნ ლარსენი, 46), ვოლფი (სერხიო გომესი, 46), სანჩო (ბურნიჩი, 46), ბოადუ (ისაკი, 46), ფილიპი (ბოკჰორნი, 46).
გოლები: 0:1 ვან დიიკი (25), 1:1 პულიშიჩი (66-პენ), 2:1 პულიშიჩი (89), 3:1 ბრუნ ლარსენი (90+3).