საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - ბარსელონა-ტოტენჰემი 2:2 [ვიდეო]

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე სათამაშო დღე „ბარსელონასა“ და „ტოტენჰემის“ მატჩით დასრულდა. ძირითადი დრო ფრედ – 2:2 მორჩა, პენალტების სერია კი უკეთ შეასრულა ესპანეთის ჩემპიონმა – 5:3.

„ბარსელონა“ მატჩის მსვლელობისას 2:0-ს იგებდა მუნირ ელ-ჰადადისა და არტურის გოლებით. კატალონელთა ახალწვეულმა, არტურმა ძალიან ლამაზი დარტყმით შეძლო სადებიუტო გოლის გატანა.

„ტოტენჰემმა“ ჰეონ-მინ სონისა და ნკუდუს გოლებით გაათანაბრა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ბარსელონა: სილესენი, სემედუ (პალენსია, 46), მირანდა (კუკურელია, 46), მარლონი (მინგესა, 46), ლანგლე (კუენკა, 46), არტური (მონჩუ, 46), სუარესი (პერესი, 22/ტაბლა, 69), სერხი რობერტო (მალკომი, 46), ანდრე გომეში (პუიგი, 26), რაფინია (კოლიადო, 46), ელ-ჰადადი (რუისი, 46).

ტოტენჰემი: გასანიგა (ფორმი, 61), ორიე, დევისი, კარტერ-ვიკერსი, უოკერ-პიტერსი (სანჩესი, 46), ერიქსენი, ამოსი, სისოკო (ნკულუ, 35), ჰეონ-მინ სონი, ლორენტე (სკიპი, 46), ლუკასი (ჯორჯიუ, 62).