საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - არსენალი-ჩელსი 1:1
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - არსენალი-ჩელსი 1:1

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ლონდონური დერბი გაიმართა – ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ერთმანეთს შეხვდნენ „არსენალი“ და „ჩელსი“.

„ჩელსი“ მეხუთე წუთზე ანტონიო რიუდიგერის გოლით დაწინაურდა, მაგრამ „არისტოკრატებმა“ ვერ მიიყვანეს საქმე მოგებამდე, რადგან „არსენალმა“ 93-ე წუთზე, ალექსანდრ ლაკაზეტის ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა – 1:1. აღსანიშნავია, რომ ძირითად დროში „ჩელსის“ ფორვარდმა ალვარო მორატამ პენალტი ვერ გაიტანა.

პენალტების სერიაში გუნდებმა ხუთ-ხუთ პენალტი ზუსტად შეასრულეს, რის შემდეგაც, „ჩელსიდან“ ლოფტუს-ჩიკმა ჩეხს ვერ გაუტანა, „არსენალის“ მხრიდან ივობიმ გაიტანა და მისმა გუნდმა 6:5 მოიგო.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

არსენალი: ჩეხი, ბელერინი (ჩემბერსი, 79), მუსტაფი, პაპასტატოპულოსი, კოლაშინაცი (მეიტლანდ-ნაილსი, 70), მხითარიანი (ნელსონი, 72), ელ-ნენი, ჰენდუზი, სმიტ-როუ (ივობი, 63), იოზილი, ობამეიანგი (ლაკაზეტი, 72).

ჩელსი: კაბალიერო (ბულკა, 78), ასპილიკუეტა (ძაპაკოტა, 63), დავიდ ლუიში (კრისტენსენი, 46), რიუდიგერი (მოზესი, 63), ალონსო (ემერსონი, 63), ფაბრეგასი (დრინკუოტერი, 46), ბარკლი (ბაკაიოკო, 78), ჟორჟინიო (ლოფტუს-ჩიკი, 78), პედრო (აბრაჰამი, 63), მორატა (ამპადუ, 63), ჰადსონი-ოდოი (პიაზონი, 85).

„არსენალს“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე სამიდან ორი მოგება აქვს, „ჩელსის“ – ორიდან ორი წაგება.