საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „​ატლეტიკო“-„ინტერი“ 0:1 
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „​ატლეტიკო“-„ინტერი“ 0:1 

მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გათამაშება დასრულდა. ბოლო მატჩში მილანის „ინტერმა“ „ატლეტიკო“ დაამარცხა 1:0.
ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე ეფექტური დარტყმით „ინტერის“ არგენტინელმა დებიუტანტმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. 20 წლის ფორვარდმა კვადვო ასამოას პასი გამოიყენა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„ატლეტიკო“: ობლაკი, ხუანფრანი (არიასი, 61), ხიმენესი (სავიჩი, 46), გოდინი (მონტერო, 62), ფილიპე ლუიში (ერნანდესი, 62), კოკე (ოლაბე, 62), პარტეი (ერნანდესი, 46), საული (მარტინში, 62), კორეა (გრიზმანი, 61), დიეგო კოშტა (კალინიჩი, 62), ლემარი (ვიტოლო, 64).

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, ასამოა (გალიარდინი, 60), შკრინიარი, დალბერტი, მირანდა (დე ფრაი, 60), დ`ამბროზიო (რანოკია, 81), ბროზოვიჩი (ვალერო, 60), ვესინო (კანდრევა, 81), მარტინესი (ჟოაო მარიო, 71), იკარდი, პოლიტანო (კარამო, 71).

 

დატოვე კომენტარი