სადრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ პარიზში „ინდიანა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„სან ანტონიო სპურსი“, რომელშიც ქართველი ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს, პარიზშია, სადაც NBA-ს მორიგი ტურის მატჩში „ინდიანა პეისერსს“ შეხვდა და 140:110 გაიმარჯვა.
მოგება უმთავრესად ფრანგი ვიქტორ ვემბანიამას დამსახურებაა, რომელმაც 30 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. მამუკელაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 11 წუთი, 6 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.
20 მოგებითა და 22 წაგებით „სან ანტონიო“ დასავლეთის კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.