სადიო მანეს სახლი მატჩის მიმდინარეობისას გაქურდეს
სადიო მანეს სახლი მატჩის მიმდინარეობისას გაქურდეს

ლივერპულსა და ბაიერნს შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის მიმდინარეობისას, მერსისაიდელების თავდამსხმელ სადიო მანეს ბინა გაუქურდეს.

„მერსისაიდის პოლიცია ლივერპულის სამხრეთით მომხდარ ქურდობას იძიებს“, – ნათქვამია პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში, – „პატრული გამოძახებულ იქნა დაახლოებით 20:00 საათისთვის, რადგან უცნობმა პირებმა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში შეაღწიეს. ვთხოვთ ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, დახმარება გაგვიწიონ გამოძიებაში“.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულსა და ბაიერნს შორის სტადიონ ენფილდზე გამართული პირველი მერვედფინალური მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა მიუნხენში 13 მარტს გაიმართება.