სადიო მანე ზიდანის სამიზნე გახდა
სადიო მანე ზიდანის სამიზნე გახდა

ლივერპულის ფორვარდმა სადიო მანემ შესაძლოა კარიერა რეალ მადრიდში გააგრძელოს. როგორც გაზეთი დეილი მეილი (Daily Mail) ამტკიცებს, 26 წლის სენეგალელის ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული მადრიდული კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი.

მანეს კონტრაქტი ლივერპულთან 2023 წლის 30 ივნისამდეა მოქმედი. მისი სატრანსფერო ფასი 85 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში მანემ 36 ოფიციალური მატჩი ჩაატარა ლივერპულში და 17 გოლი გაიტანა.