სადიო მანე ზიდანის პრიორიტეტია
სადიო მანე ზიდანის პრიორიტეტია

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გეგმავს შემადგენლობის გაძლიერებას „ლივერპულის“ ფორვარდით სადიო მანეთი.

26 წლის სენეგალის მიმართ მადრიდელთა დაინტერესების შესახებ წერს გაზეთი „მარკა“ (Marca). „ზიდანი ითხოვს მანეს“, – წერია გარეკანზე. ტრანსფერი შეფასებულია 145 მილიონ ევროდ.

სადიო მანემ 2019 წელს 11 გოლის გატანა მოასწრო, სულ კი მიმდინარე სეზონში 38 ოფიციალურ მატჩში 20 გოლი დაუგროვდა. მისი კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ზინედინ ზიდანი 11 მარტს დაბრუნდა „რეალში“. მან სანტიაგო სოლარი შეცვალა.