სადიო მანე - ტიაგო ალკანტარა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
სადიო მანე - ტიაგო ალკანტარა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა, სადიო მანემ „ჩელსისთან“ ჩატარებული მატჩის შემდეგ, თანაგუნდელ ტიაგო ალკანტარაზე ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, – ციტირებს მანეს სიტყვებს Goal. – ძალიან გაგვიმართლა, რომ ტიაგო ჩვენს გუნდშია. მან დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მოთამაშეა.

„ჩელსისთან“ პირველ ტაიმში გაგვიჭირდა სახიფათო მომენტების შექმნა, მაგრამ წითელი ბარათის შემდეგ, ამოცანა გაგვიადვილდა. მეორე ტაიმში უკვე ბევრი მომენტი შევქმენით და ორი გოლიც გავიტანეთ. ვფიქრობ, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით“.