სადიო მანე სანაკრებო კარიერას ასრულებს #1TVSPORT
სენეგალის ნაკრების ლიდერმა, სადიო მანემ ეროვნული გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით მან სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
მანე სენეგალის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბადირია. 2012-დან 2026 წლამდე მან ეროვნული გუნდის მაისურით 132 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 55-ჯერ აიღო.
მის მთავარ სანაკრებო მიღწევად 2021 წელს მოგებული აფრიკის თასი რჩება. გარდა ამისა, მანემ 2018 და 2026 წლების მუნდიალებზეც იასპარეზა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება კი მიღებული ტრავმის გამო მოუხდა.