სადიო მანე მზად არის „ალ-ნასრში“ გადასასვლელად #1TVSPORT
სადიო მანე მზად არის „ალ-ნასრში“ გადასასვლელად #1TVSPORT

„ბაიერნის“ ფორვარდი სადიო მანე ახლოს არის „ალ-ნასრში“ გადასვლასთან, – იტყობინება გაზეთი L’Equipe.

წყაროს ცნობით, სენეგალელმა ფეხბურთელმა თანხმობით უპასუხა საუდის არაბეთის კლუბის შეთავაზებას. ადრე წერდნენ, რომ „ალ-ნასრმა“ მანეს შესთავაზა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, მანე წელიწადში 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ასევე ცნობილია, რომ „ბაიერნი“ 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, მინიმუმ, 32 მილიონ ევროს მიიღებს.

2022-23 წლების სეზონში მანემ ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

„ალ-ნასრში“ გამოდის პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო.