სადიო მანე მშობლიურ სოფელში საავადმყოფოს აშენებს
სადიო მანე მშობლიურ სოფელში საავადმყოფოს აშენებს

„ლივერპულის“ ფორვარდმა სადიო მანემ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ აგრძელებს სენეგალში თავისი მშობლიური სოფლის, ბამბალის მცხოვრებთა დახმარებას.

„შვიდი წლის ვიყავი, როცა ფეხბურთს ქუჩაში ვთამაშობდი. სწორედ მაშინ შემატყობინა ჩემმა ბიძაშვილმა, რომ მამაჩემი გარდაიცვალა. მე ვერ ვიგებდი ამას. სიკვდილამდე ის რამდენიმე კვირა ავადმყოფობდა. საავადმყოფო არ არსებობდა და სამი-ოთხი თვე შინ უწევდა მკურნალობა.

მახსოვს, ჩემი დაც შინ დაიბადა. ამიტომაც მინდა საავადმყოფო ავაშენო“, – თქვა მანემ.

საავადმყოფო ექვსი თვის შემდეგ უნდა გაიხსნას. 2019 წელს, მანემ ამავე სოფელში სკოლა ააშენა. ეს პროექტი მას 270 000 ევრო დაუჯდა.