სადიო მანე კორონავირუსით დაავადდა
სადიო მანე კორონავირუსით დაავადდა

„ლივერპულმა” გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც იტყობინება, რომ კლუბის ფორვარდი სადიო მანე კორონავირუსით დაავადდა. დღეისთვის სენეგალელი თვითიზოლაციაში იმყოფება და ყველა საჭირო რეკომენდაციას იცავს.

აღნიშნავენ, რომ მანეს კორონავირუსის უმნიშვნელო სიმპტომები აქვს, საერთო ჯამში კი თავს კარგად გრძნობს.

კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა „ლივერპულის“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ტიაგო ალკანტარამ.

„ლივერპული“ უახლოეს შეხვედრას 4 ოქტომბერს, სტუმრად „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს არის პრემიერლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა.

დატოვე კომენტარი