სადიო მანე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
სადიო მანე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT

„ბაიერნის“ ნახევარმცველი სადიო მანე ვერ მოასწრებს აღდგენას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩისთვის „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ, – წერს გამოცემა Mundo Deportivo.

სენეგალელმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მიიღო და ოპერაცია ჩაუტარდა.

მიუხედავად იმისა, რომ მანეს აღდგენა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ფეხბურთელის გარემოცვამ განაცხადა, რომ ის მზად არ იქნება 14 თებერვალს პარიზში სათამაშოდ.

30 წლის მანემ მიუნხენურ კლუბში 23 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.