სადიო მანე ბუნდესლიგის მთავარ იმედგაცრუებად დასახელდა #1TVSPORT
სადიო მანე ბუნდესლიგის მთავარ იმედგაცრუებად დასახელდა #1TVSPORT

„ბაიერნის“ ფორვარდი სადიო მანე, ფეხბურთელების ვერსიით, ბუნდესლიგის დასრულებული სეზონის მთავარი იმედგაცრუება გახდა.

გამოცემა Kicker-მა ჩაატარა ტრადიციული გამოკითხვა ბუნდესლიგის ფეხბურთელებს შორის არა მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეებისა და მწვრთნელების, არამედ სეზონის მთავარი იმედგაცრუების გამოსავლენად.

ამ კატეგორიაში დიდი უპირატესობით ლიდერი გახდა „ბაიერნის“ ფორვარდი სადიო მანე, რომელიც მიუნხენელებმა გასული წლის ზაფხულში 32 მილიონ ევროდ შეიძინეს „ლივერპულიდან“. მანეს ხმა მისცა გამოკითხულთა 41.7 პროცენტმა. მეორე ყველაზე პოპულარული პასუხი გახდა „ვიღაც სხვა/არავინ“ – 26.9 პროცენტი. მესამეზე აღმოჩნდა „ბაიერნის“ ნახევარმცველი იოზუა კიმიხი – 7.5 პროცენტი.

სადიო მანემ ბუნდესლიგაში 25 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.