სადიო მანე - არ ვიცოდი, თუ გამარჯვებულებს მედლებს გადასცემდნენ
სადიო მანე - არ ვიცოდი, თუ გამარჯვებულებს მედლებს გადასცემდნენ

„ლივერპულის“ თავდამსხმელი სადიო მანე ამბობს, რომ არ იცოდა, თუ პრემიერლიგის გამარჯვებულებს მედლებს აძლევდნენ.

„გავიგე, რომ პრემიერლიგის მოგების შემდეგ მედლებს მოგვცემენ. არ ვიცოდი, ეს თუ ხდებოდა. ასეა თუ ისე, მედლები დიდად არ მაღელვებს. მთავარია, მოვიგოთ. პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია და ყველა თამაშში 100%-ით უნდა დაიხარჯო, თუ მოგება გინდა. ჩვენ თავიდანვე ასეთი მიზანი გვქონდა და თუ გავიმარჯვეთ, ყველას ძალიან გაგვიხარდება – ჩვენც და გულშემატკივრებსაც“, – ამბობს მანე.

ამჟამად „ლივერპული“ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე, უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 22 ქულით უსწრებს.