სადებიუტო გოლი პოლონეთში - კაკაბაძემ „სტალს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს ექსტრაკლასას მე-10 ტურში მოხდა – „იოსეფ პილსუდკი არენაზე“ „კრაკოვიამმელეცისსტალს“ უმასპინძლა და უხვგოლიანი შეხვედრაში ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგოებში იყო, მოედანზე კი 46-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის სტუმრები 1:3-ს იგებდნენ. კაკაბაძის შესვლასთან ერთად მოედანზე ვითარება შეიცვალა, რაშიც მან დიდი როლი ითამაშა.

ოთარმა 62-ე წუთზე ფლანგური გადაცემა ეფექტური გოლით დაასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო 77-ე წუთზე „სტალის“ მოთამაშე კრისტიან გეტინგერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:3.

10 ტურის შემდეგ „კრაკოვიამ“ 13 ქულა დააგროვა და მე-9 პოზიციაზეა. ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ მესამე შეხვედრა ჩაატარა, სამივე შეცვლაზე და თავი პირველად გამოიჩინა.