სადებიუტო გოლი დანიაში – გოჩოლეიშვილმა „კოპენჰაგენში“ გაიტანა #1TVSPORT

00:53, 17.03.2025

ქართველი ლეგიონერების წარმატებული უქმეები გიორგი გოჩოლეიშვილმა გააგრძელა, რომელმაც დანიის სუპერლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

„კოპენჰაგენი“ სუპერლიგის 22-ე ტურში გასვლაზე „ვიბორგს“ დაუპირისპირდა და, დიდი უპირატესობის მიუხედავად, საბოლოოდ 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მცველი „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი 26-ე წუთზე გაიტანა, ტაიმის ბოლოს სტუმართა უპირატესობა ლარსონმა გაზარდა.

მაგრამ „ვიბორგმა“ მეორე ტაიმში იბრძოლა და თამაში შემოატრიალა – გოლები სერჟინიომ (48), რადიჩმა (60) და ემენტამ (66) გაიტანეს და ჩემპიონობისთვის მებრძოლ მეტოქეს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინეს.

მსგავსი