სადებიუტო გოლი ბოსნიაში - ივანიაძემ ერთ-ერთ ლიდერთან გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ივანიაძემ ბოსნია-ჰერცეგოვინას ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა და „ტუზლას“ ერთ-ერთ ლიდერ „შიროკი ბრიგთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1.

პრემიერლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც „ტუზლამ“ გასვლაზე ჩაატარა, 23 წლის ქართველი შემტევი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთი ითამაშა. „შიროკი ბრიეგთან“ მატჩში ივანიაძემ 31-ე წუთზე ფლანგური გადაცემა ძელთან ჩაკეტა და ანგარიში გახსნა.

თუმცა, 68-ე წუთზე ილია მასიჩმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1. 23 ტურის შემდეგ ბოსნიის ჩემპიონატში „ტუზლა“ 23 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ (32) – მეექვსე პოზიციაზე.

„საბურთალოს“ აღზრდილ ივანიაძეს უთამაშია „შუქურაში“, „შევარდენში“, „სამტრედიაში“, „გაგრაში”, „მერანში“, „სიონში“, „დილაში“, ბოლოს კი ყაზახურ „ყიზილ ჟარაში“ გამოდიოდა. ივანიაძე იყო საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრების წევრი.