სადებიუტო გოლი ავსტრალიაში – არაბულმა „მაკარტურს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
ბაჩანა არაბულმა სადებიუტო გოლი გაიტანა ავსტრალიის ჩემპიონატში და „მაკარტურს“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
A ლიგის მე-8 ტურში ქართველი თავდამსხმელის „მაკარტურმა“ „კემპბელთაუნის“ სტადიონზე „პორტ გლორის“ უმასპინძლა. ბაჩანა არაბული ძირითად შემადგენლობაში იყო და 82 წუთი ითამაშა.
ქართველმა თავდამსხმელმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ შეხვედრაში, რადგან 71-ე წუთზე ფლანგური გადაცემის დროს მცველებს გაექცა და ზუსტი თავური დარტყმით „პორტ გლორის“ კარში ერთადერთი გოლი გაიტანა.
ARABULI FOR THE BULLS 🐮🔔
Arriving late at the back post, he finds the opener for @mfcbulls ⚽
Watch #MACvPER live now on Paramount+ 📺 pic.twitter.com/cg7kyTp3Rd
— Paramount+ Australia (@ParamountPlusAU) December 18, 2022
გამარჯვებით „მაკარტურმა“ 11 ქულა დააგროვა და მეათედან მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. ბექა დარცმელიას და ბექა მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეთსი“ კი (9 ქულა) მე-10 ადგილზეა, მაგრამ თამაში მარაგში აქვს.