სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა გამოავლინეს
სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო“, 10 549.19 ლარის ღირებულების, 158.72 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ოქროს ნაკეთობა ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 10 549.19 ლარის ოდენობით შეეფარდა.