საჩოგბურთო ტურნირებისთვის სამედიცინო პროტოკოლი შეიმუშავეს
საჩოგბურთო ტურნირებისთვის სამედიცინო პროტოკოლი შეიმუშავეს

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) დაამტკიცა ტურნირების ჩასატარებელი სამედიცინო პროტოკოლი, – დაწერა ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“.

ტურნირის ყველა მონაწილეს, მათ შორის, მწვრთნელებს, მსაჯებსა და ასე შემდეგ, ტემპერატურას გაუზომავენ. იმ შემთხვევაში, თუ ის 37.8 გრადუსზე მაღალი იქნება, იმ ადამიანს არ შეუშვებენ ტურნირზე და კარანტინში გაუშვებენ.

გარდა ამისა, ყველა მონაწილე გაივლის ტესტს კორონავირუსზე. ეს პროცედურა ყოველ ოთხ დღეში ერთხელ გამეორდება.

კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინფიცირებული მოთავსდება კარანტინში, ხოლო ყველა ის პირი, ვისაც მასთან კონტრაქტი ჰქონდა, ორ დღეში ერთხელ ტესტს გაივლის და ყოველდიურად გაუზომავენ ტემპერატურას.

გარდა ამისა, ზუსტდება, რომ ტურნირებზე შეუშვებენ მხოლოდ მოთამაშეს, მისი გუნდის ორ წევრს, მომსახურე პერსონალს, ATP-ის თანამშრომლებს, დოპინგ-ოფიცრებს და ანტიკორუპციული პროგრამის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ ქალებს შორის სეზონი სამ აგვისტოს განახლდება, კაცების სეზონი – 14 აგვისტოს.