საჩოგბურთო სეზონის განახლების თაობაზე ინტერნეტ-კონფერენციას გაიმართება
საჩოგბურთო სეზონის განახლების თაობაზე ინტერნეტ-კონფერენციას გაიმართება

„პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია“ (ATP) დღეს ინტერნეტ-კონფერენციას გამართავს, რათა ამერიკაში სეზონის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს. ამ ინფორმაციას გამოცემა „მარკა“ ავრცელებს. შეხვედრა დღის მეორე ნახევარში შედგება.

ამასთანავე, ორგანიზაცია მოთამაშეებს ამერიკული ტურნირების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებული ჭორების თაობაზე გაესაუბრება. ასევე განხილულ იქნება სეზონის განახლების შემდეგ რეიტინგის ქულების დათვლის ახალი სისტემა.

ოთხშაბათს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია კონფერენციას მწვრთნელებთან გამართავს, სადაც ტურნირებზე მოთამაშეების ყოფნის წესებზე ისაუბრებენ.