საჩემპიონო მატჩში „აპოელი“ ქვილითაიას დახმარებას იმედოვნებს #1TVSPORT
საჩემპიონო მატჩში „აპოელი“ ქვილითაიას დახმარებას იმედოვნებს #1TVSPORT

აპოელმა“ გამოაცხადა, რომ 8 მაისს ლიმასოლში „აპოლონთან“ გასვლით შეხვედრაზე სტუმრის კვოტით გათვალისწინებული 900 ბილეთი გუნდის ფანებმა უკვე შეიძინეს და გუნდს წლის მატჩისთვის მხარდაჭერა გარანტირებული აქვს.

ამ შეხვედრის მიმართ კვიპროსში დიდი ინტერესია, რადგან „აპოელი“ 50 ქულით მეორე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 1 ქულით სწორედ „აპოლონი“ ასწრებს, ამ მატჩმა კი შესაძლოა, ქვეყნის ახალი ჩემპიონის ბედი გადაწყვიტოს.

აპოელმა“ საჩემპიონო მატჩისთვის მზადება სასიხარულო ამბებით დაიწყო – გუნდთან ერთად ვარჯიშობს გიორგი ქვილითაია, რომელიც აპრილში დაშავდა და წინასწარი ვარაუდით, გუნდს გადამწყვეტ ბრძოლებში ვეღარ დაეხმარებოდა.

საბედნიეროდ, ეს ვარაუდი არ გამართლდა, კვიპროსული სპორტული გამოცემების ცნობით, „აპოლონთან“ მატჩამდე ნიქოზიას გუნდის ქართველი კაპიტანი თავს სულ უფრო და უფრო კარგად გრძნობს და შესაბამისად, დატვირთვები გაზარდა.

„ამრიგად, ქართველი თავდამსხმელი, თუ რამე მოულოდნელი არ მოხდება, სოფრონის ავგუსტუსის განკარგულებაში იქნება წლის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში, სადაც საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლის ბედი გადაწყდება. „აპოელის“ მწვრთნელმა დაადასტურა, რომ შეტევაში მაგლიცასა და ქვილთაიას ერთად თამაში სურს. ქვილითაია ძლიერი „იარაღია“ გუნდის ხელმძღვანელობის ხელში“, – წელს philenews.