საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება - ბათუმის „დინამომ“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT
საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება - ბათუმის „დინამომ“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ლიგიდან გავარდნილი თბილისის „ლოკომოტივი“ 4:2 დაამარცხა და კონკურენტ „დინამო თბილისთან“ ორქულიანი სხვაობა შეინარჩუნა.

ბათუმელები საშინაო არენაზე გამართულ შეხვედრაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს: ანგარიში ჯოვინო ფლამარიონმა (მე-14 წუთზე) გახსნა, ხოლო მეორედ სტუმართა კარი პენალტით ლადო მამუჩაშვილმა (36-ე წუთზე) აიღო.

თბილისელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა შეამცირეს. 48-ე წუთზე კახა კახაბრიშვილი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლის ავტორი გახდა. მასპინძლებმა ორბურთიანი უპირატესობა 65-ე წუთზე ბენჯამინ ტეიდის გოლით აღადგინეს.

85-ე წუთზე გიორგი ზარიას დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში გიორგი პირტახიამ ჩაჭრა, საბოლოო ანგარიში კი „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა გეგა დიასამიძემ დააფიქსირა, რომელიც კიდევ ერთი ეფექტური გოლის ავტორი გახდა.

ბათუმის „დინამო“ (70 ქულა) 32 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და საჩემპიონო ბრძოლაში „დინამო თბილისს“ (72 ქულა) მცირე სხვაობით ჩამორჩება. „ლოკომოტივი“ (8 ქულა) კი ლიგა 2-ში დაქვეითდა და დარჩენილ ტურებს მისთვის სატურნირო კუთხით მნიშვნელობა არ აქვს.