საჭადრაკო ოლიმპიადის მერვე დღის შეჯამება
საჭადრაკო ოლიმპიადის მერვე დღის შეჯამება

ბათუმში მიმდინარე რიგით 43- საჭადრაკო ოლიმპიადაზე დღეს მეცხრე ტურის პარტიები ჩატარდება. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდი მონღოლეთის, მეორე ნაკრები სერბეთის, ხოლო მესამე ვიეტნამის მეტოქე იქნება.

მერვე ტურში საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ყაზახეთის გუნდთან 1:3 დამარცხდა, საქართველოს მეორე ნაკრებმა აზერბაიჯანთან 1,5:2,5 წააგო, მესამე ნაკრების წევრებმა კი ალჟირის გუნდის წევრები შედეგით 2,5:1,5 დაამარცხეს.

საქართველოს პირველი გუნდი სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-9 ადგილზეა, მეორე ნაკრები 11 ქულით 13-ე, ხოლო მესამე გუნდი 11 ქულით 23-ე.

საქართველოს ვაჟთა პირველი გუნდი მოლდოვის ნაკრებთან 1,5:2,5 დამარცხდა, მეორე ნაკრების მოჭადრაკეებმა ნეპალის გუნდის წევრებს იოლად 3,5:0,5 მოუგეს, ხოლო საქართველოს მესამე გუნდის და ინდონეზიის ნაკრების დაპირისპირება ყაიმით 2:2 დასრულდა.

დღეს საქართველოს პირველი ნაკრები ბალარუსის, მეორე გუნდი ლატვიის, ხოლო მესამე ალჟირის მეტოქე იქნება.