საჭადრაკო ოლიმპიადა | დავით მაღალაშვილი ჟუჟა პოლგარმა შეაქო

16:52, 26.09.2018

საქართველოს ვაჟთა მეორე ნაკრების წევრის, დავით მაღალაშვილის პარტია ჟუჟა პოლგარმა პირველი ტურის საუკეთესო კომბინაციად აღიარა.

საქართველოს ვაჟთა მეორე ნაკრებმა პირველ ტურში ლიხტენშტეინის გუნდს 3,5-0,5 მოუგო. წარმატება დავით მაღალაშვილმა, ირაკლი ბერაძემ და გიგა ყუფარაძემ მოიპოვეს. დავით მაღალაშვილმა საუკეთესო კომბინაცია რენატო ფრიკითან (2058) ჩატარებულ შეხვედრაში დააფიქსირა.

მსგავსი