„საბურთალოში“ სამეული ვარჯიშობს
„საბურთალოში“ სამეული ვარჯიშობს

პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ „სამტრედიადან“ წასული ბუბა დაუშვილი და ომარ მიგინეიშვილი „საბურთალოში“ ვარჯიშობენ.

მიგინეიშვილი „სამტრედიელთა“ მაისურით 2016 წლიდან თამაშობდა, ხოლო დაუშვილი იმერულ გუნდს წელს, სეზონის დასაწყისში შეუერთდა და კაპიტნის სამკლაური მოირგო.

პირველი არხისთვის ცნობილია, რომ იმერული კლუბის ყოფილი ვიცე-კაპიტანი მიგინეიშვილი თბილისში ფორმის შესანარჩუნელად ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, სხვა გუნდში ითამაშებს – შესაძლოა, გორის „დილაში“.

ვიხილავთ თუ არა ეროვნული ნაკრებსი კანდიდატს, დაუშვილს ზაფხულიდან „საბურთალოში“, ეს საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება. თუმცა, ჯერ კლუბსა და მოთამაშეს შორის შეთანხმება არ არსებობს.

„საბურთალოში“ ასევე ვარჯიშობს დავით თარგამაძე – საქართველოს ნაკრებისა და დონეცკსი „შახტარის“ ყოფილ თავდამსხმელს ტრავმის გამო 2 წელი გაუცდა და ახლა ფორმის აღდგენას ცდილობს.