“საბურთალოში” პოლარის სისტემა პირველად გამოიყენეს

15:03, 20.07.2018

ეროვნული ლიგის გათამაშების ლიდერმა „საბურთალომ“ ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის ვარჯიშები განაახლა.

ვარჯიშზე გუნდმა პირველად გამოიყენა პოლარის ანალიტიკური სისტემა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, ლიგა-1-სა და ლიგა-2-ის უკლებლივ ყველა კლუბს საჩუქრად გადასცა.

საბურთალოელებმა პირველ ვარჯიშზე ფიზ-მომზადების ტესტი ჩააბარეს. პოლარის მოხმარებაში კი კლუბს ასაკობრივი ნაკრების ფიზ-მომზადების მწვრთნელები – ბონდო გოცირიძე და ირაკლი ჩიტაური დაეხმარნენ.

პოლარის სისტემის მოხმარების პრეზენტაცია ოთხშაბათს, მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ის აჩვენებს, რამდენს დარბის ფეხბურთელი, რამდენს გადაცემას და აჩქარებას აკეთებს და ა.შ.

 

მსგავსი