„საბურთალოში“ ლეგიონერებს ელიან - საქართველოს თასის მფლობელი წელს „პეტრო-არენაზე“ მატჩით გახსნის #1TVSPORT
„საბურთალოში“ ლეგიონერებს ელიან - საქართველოს თასის მფლობელი წელს „პეტრო-არენაზე“ მატჩით გახსნის #1TVSPORT

„საბურთალო” რამდენიმე დღეა ახალი სეზონისთვის დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში ემზადება. ლევან კორღალიძის შეგირდები 29 იანვრიდან თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც მზადების დასკვნით ეტაპს გაივლიან.

თბილისელები პირველ ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავენ. საქართველოს თასის მფლობელი გუნდის მეტოქე ლიგა-2-ის „შევარდენი“ იქნება. შეხვედრა „პეტრო-არენაზე“ 14:00 საათზე დაიწყება. თურქეთში გამგზავრებამდე საბურთალოელები კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ – 22 რიცხვში „თბილისი სიტისთან”, ხოლო 29 იანვარს ბოლნისის „სიონთან“.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალოსთან“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. გუნდს დაემშვიდობნენ დმიტრი მადრიჩენკო, ოგაგა ოდუკო, ვიქტორ მუდრაკი, აკაკი შულაია, გიორგი ერისთავი და რომან ჩაჩუა.

კორღალიძის ინიციატივით, გუნდში მიიწვიეს ირაკლი სიხარულიძე, სანდრო გურეშიძე, დავით უბილავა, გია ჩადუნელი, ბაქარ ქარდავა, ნოდარ ქავთარაძე, ნოდარ იაშვილი და ლაშა შინდაგორიძე, ამას გარდა, საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს და გუნდში 4 ლეგიონერს ელიან.

დატოვე კომენტარი