„საბურთალოში“ 16 წლის ფეხბურთელმა ითამაშა - რეკორდი „მერანის“ მოთამაშეს ეკუთვნის
„საბურთალოში“ 16 წლის ფეხბურთელმა ითამაშა - რეკორდი „მერანის“ მოთამაშეს ეკუთვნის

ეროვნულ საფეხბურთო ლიგის ბოლო, მე-18 ტურის შეხვედრაში „საბურთალომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. საბოლოოდ, „საბურთალომ“ (27 ქულა) ჩემპიონატი მეხუთე პოზიციაზე დაასრულა და ევროზონის მიღმა დარჩა.

აღსანიშნავია, რომ საბურთალოელებმა ბოლო შეხვედრაში თავისი საფეხბურთო აკადემიის ბევრი აღზრდილი ათამაშეს. ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩდნენ 20 წლის მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი და 19 წლის ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი.

„საბურთალოს“ მაისურით სადებიუტო ოფიციალური მატჩი ჩაატარეს გუნდის აკადემიის აღზრდილმა ნახევარმცველებმა, 17 წლის გიზი მამაგეიშვილმა და 16 წლის გეგი გეგუჩაძემ, რომელიც ცნობილი ქართველი სპეციალისტის, გია გეგუჩაძის ვაჟია და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი გახლავთ.

მათ გარდა, „სამტრედიასთან“ „საბურთალოს“ კიდევ სამმა აღზრდილმა ითამაშა – ნიკა მალიმ, სანდრო ალთუნაშვილმა და იური ტაბატაძემ, ხოლო სათადარიგოებში იყვნენ 19 წლის მეკარე ლუკა ლეჟავა, გუნდის კაპიტანი გაგი მარგველაშვილი, ხოლო მეკარე ლაზარე კუპატაძემ, 19 წლის გიორგი გულიაშვილმა და ნახევარმცველებმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა და სანდრო ჭანტურიშვილმა დაისვენეს, გიორგი კოხრეიძე კი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

გეგი გეგუჩაძე დასრულებული ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე აღმოჩნდა – 2003 წელს დაბადებული ნახევარმცველი 17 წლის 30 დეკემბერს გახდება. სეზონის რეკორდი კი მერანელებს ეკუთვნით – ყველაზე უმცროსი ფეხბურთელი თბილისის „მერანის“ თავდამსხმელი გიორგი ხაბულიანი გახლდათ, რომელიც 2004 წლის 25 მარტსაა დაბადებული და ეროვნულ ლიგაში უკვე 10 მატჩი ჩაატარა.