საბურთალო - ტორპედო - პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა
საბურთალო - ტორპედო - პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

„საბურთალოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის საქართველოს 2019 წლის სუპერთასის მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

ქვეყნის ჩემპიონის, „საბურთალოსა“ და საქართველოს თასის მფლობელ ქუთაისის „ტორპედოს“ შორის შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს და ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო.

კახა ჩხეტიანის გუნდს ანაგრიში გახსნის რეალურ შანსები ჰქონდა. მაგრამ გრიგოლ დოლიძემ, ბუდუ ზივზივაძემ და ნოდარ მომენტები ვერ გამოიყენეს და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ – 0:0.

„საბურთალო” – მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა, გორგიაშვილი, გონსალვეში, ინტერს გი, დიასამიძე, კოხრეიძე

„ტორპედო” – კვასხვაძე, გეგეჩკორი, კობახიძე, აზაცკი, სტიეპოვიჩი, ცინცაძე, გიგაური, დოლიძე, ქიმაძე, ნ. ქავთარაძე, ზივზივაძე

სუპერთასის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი გთავაზობთ.