„საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩზე მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდულია - კვარაცხელიას გამო ორგანიზატორებს პრობლემები ექმნებათ #1TVSPORT
„საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩზე მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდულია - კვარაცხელიას გამო ორგანიზატორებს პრობლემები ექმნებათ #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 13-ე ტურის მატჩში „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება, შეხვედრაზე კი მხოლოდ მედიისა და გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენება დაიშვება – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„გეცოდინებათ, რომ „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება. ვინაიდან ბოლო დროს ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობით „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ ქომაგები, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.

მიზეზი ისაა, რომ ბოლო ტურებში ბათუმის „დინამოს“ მონაწილეობით თამაშებზე ინციდენტები ხშირად ხდება, რადგან გულშემატკივრები სტადიონზე შევარდნას და ბათუმელთა ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიასთან სურათის გადაღებას ცდილობენ.

ამის გამო ბევრჯერ თამაშების დროს გაუთვალისწინებელი შეფერხებები ხდება, სტადიონზე მყოფ სამართალდამცველებს კი სტადიონის სხვადასხვა პერიმეტრიდან გავარდნილი ათასობით ადამიანთან გამკლავება გაუჭირდათ. ამის გამო ფეხბურთისთვის სასურველი ხალხმრავლობა მატჩის ორგანიზატორებს ნამდვილ თავსატეხად გადაექცათ.

თბილისელები მეტოქეებს არა „მიხეილ მესხზე“, არამედ გუნდებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლებენ. გეცოდინებათ, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო. აქედან გამომდინარე, დროებით „საბურთალო“ ქვემო ქართლში ითამაშებს.

„საბურთალოსა“ და საქართველოს ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ მატჩი რუსთავში 12 მაისს 17:00 საათზე დაიწყება.

13-ე ტური

12 მაისი

საბურთალო – დინამო (ბთ)

დილა – დინამო (თბ)

13 მაისი

სიონი – სამგურალი

თელავი – გაგრა

ლოკომოტივი – ტორპედო

დატოვე კომენტარი