„საბურთალოს“ სტადიონის აშენება სურს - კლუბი ტერიტორიას ეძებს
„საბურთალოს“ სტადიონის აშენება სურს - კლუბი ტერიტორიას ეძებს

„საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პირველ არხს გაუმხილა, რომ კლუბისთვის ახალი, პატარა სტადიონის აშენება სურს.

„კლუბის განვითარებისთვის, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა – უპირველესად, სათამაშო მოედნების ასაშენებლად და ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ახლა მოთხოვნაა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალ სტადიონზე ფიქრი – ვეძებთ ტერიტორიას, სადაც საკუთარი არენა გვექნება. ყველამ ნახა, „დინამოსთან“ ბოლო თამაშის შემდეგ სტადიონზე რა ზეიმი მოეწყო. საკუთარი 3-4 ათასიანი სტადიონი რომ გვქონოდა, კიდევ უკეთესი საფეხბურთო ატმოსფერო იქნებოდა. ჩვენი მიზანი ისაა, რომ ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ და ახალი სტადიონი ავაშენოთ. იმედია, საამისოდ ტერიტორია მოიძებნება“ – ამბობს ხეჩიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, „საბურთალო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა – კლუბი, რომელიც 1999 წელს დაარსდა, უმაღლეს ლიგაში კი 2015 წლიდან ასპარეზობს.