„საბურთალოს“ სამი ქულა გიორგი კოხრეიძისგან - ჩემპიონმა ლიდერობა განიმტკიცა
„საბურთალოს“ სამი ქულა გიორგი კოხრეიძისგან - ჩემპიონმა ლიდერობა განიმტკიცა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-7 ტური „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული მატჩით დასრულდა, სადაც “ვიტ ჯორჯიამ” „საბურთალოს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

მატჩის გმირი გიორგი კოხრეიძე გახდა, რომელმაც 52-ე წუთზე ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და 72-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძეს გაატანინა, რომ 77-ეზე ლევან კაკუბავას.

საბურთალომ“ 3:0 მოიგო, 18 ქულა დააგროვა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის ლიდერია, ხოლო 13-13 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფენ თბილისის „დინამო“, ქუთაისის „ტორპედო“ და ბათუმის „დინამო“. „ვიტ ჯორჯია“ 8 ქულით მე-6 პოზიციაზეა, ხოლო 3 ქულით ბოლოზე „რუსთავია“.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-8 ტური 12-13 აპრილს გაიმართება.