„საბურთალოს“ პრეზიდენტმა სანიოლს სითამამე მოუწონა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი „ტაიმაუტს“ ხვალ ესტუმრება
„საბურთალოს“ პრეზიდენტმა სანიოლს სითამამე მოუწონა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი „ტაიმაუტს“ ხვალ ესტუმრება

„საბურთალოს“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“  საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის დანიშვნაზეც კომენტარი გააკეთა.

„პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება. ჩვენ ერთი ის დაგვრჩენია, მას გვერდში ამოვუდგეთ, ვუგულშემატკივროთ და წარმატება ვუსურვოთ. ბოლო დროს ბევრი საინტერესო მწვრთნელი გამოჩნდა და იქნებ, სანიოლიც ასეთი გამოდგეს. ძალიან თამამი ადამიანი ყოფილა, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმას ბევრი ვერ გაბედავდა. ბევრთან იყო ლაპარაკი, უცხოელთანაც და ქართველთანაც და ბევრმა თავი შეიკავა – ვერ გარისკა, რაც გასაგებია, რადგან ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდით. ფაქტია, რომ თამამია, იმედია ხარისხიც ექნება“, – განაცხადა „საბურთალოს“ პრეზიდენტმა.

ამასთან დაკავშირებით, გადაცემის წამყვანმა „ტაიმაუტში“ ვილი სანიოლის სტუმრობა დააანონსა: „სხვათა შორის, ხვალ, ამ სტუდიაში ვილი სანიოლი გევსტუმრება და მას ვკითხავთ, როგორ გამოიჩინა ეს სითამამე და როგორ ჩაუდგა სათავეში საქართველოს ნაკრებს“.

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ხვალ, პარასკევს, 12:30 წუთზე ესტუმრება.

დატოვე კომენტარი