„საბურთალოს“ მწვრთნელი ლევან კორღალიძე - ვეცდებით სეზონი ტიტულით დავასრულოთ #1TVSPORT
„საბურთალოს“ მწვრთნელი ლევან კორღალიძე - ვეცდებით სეზონი ტიტულით დავასრულოთ #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „სამტრედიასთან“ მოგებით „საბურთალომ“ ჩემპიონატი დაასრულა, მაგრამ სეზონის მთავარი მატჩის, საქართველოს თასის ფინალის მოლოდინშია, სადაც გუნდი წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

მოახლოებულ ფინალურ მატჩზე „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ ისაუბრა.

„ბოლო მატჩში საინტერესო ფეხბურთი ვაჩვენეთ – კომბინაციური, შემტევი. სასიამოვნოა, რომ გოლებიც ერთიმეორეზე უკეთესი გამოგვივიდა. საბოლოოდ ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დავასრულეთ, თუმცა სეზონი ამით არ დასრულებულა – მალე წლის მთავარ მატჩს ჩავატარებთ. წყალტობოსსამგურალთან“ დაძაბული შეხვედრა გველის. წლევანდელი სეზონის ტიტულით დასრულებას ვეცდებით. მჯერა ჩემი ფეხბურთელების, იმედი მაქვს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება“, – განაცხადა „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა.

ლევან კორღალიძის ხელძღვანელობითსაბურთალომ“, რომელიც 2013 წლიდან ასპარეზობს საქართველოს პირველობაზე, 150-ე გამარჯვება იზეიმა – ეს მაჩვენებელი „სამტრედიასთან“ 5:1 მოგებულ მატჩში დაფიქსირდა.

თავდაპირველად გუნდმა პირველ ლიგაში დაიწყო, ხოლო 2015 წლიდან უძლიერესთა რიგებში ასპარეზობს. ამ ხნის განმავლობაში „საბურთალომ“ 292 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

რაც შეეხება საქართველოს თასის ფინალს, „საბურთალო“ 8 დეკემბერს, წყალტუბოს „სამგურალს“ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეხვდება – მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.