„საბურთალოს“ მწვრთნელი - ჩვენ გატანა სტანდარტებიდანაც შეგვიძლია #1TVSPORT
„საბურთალოს“ მწვრთნელი - ჩვენ გატანა სტანდარტებიდანაც შეგვიძლია #1TVSPORT

საბურთალომ“ 26-ე ტურში ქობულეთის „შუქურა“ 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ხვიჩა შუბითიძემ კომენტარი გააკეთა:

„რთული მატჩი იყო, მაგრამ კარგია, რომ გავიმარჯვეთ. სასიამოვნოა, რომ ისევ ცხრილის ზედა ნაწილში ვიმყოფებით. ყველა გუნდთან ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობებიდან გავიტანეთ. ამ კუთხითაც ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ჩემს ფეხბურთელებს გატანა სტანდარტებიდანაც შეუძლიათ. მომდევნო შეხვედრა იმაზე რთული გველის, ვიდრე დღევანდელი შეხვედრა იყო – გასვლითი მატჩი სამტრედიაში გვაქვს. თუმცა, იმედია, მოგებებს გავაგრძელებთ და იმერეთშიც წარმატებით ვითამაშებთ“, – განაცხადა ხვიჩა შუბითიძემ.

მატჩის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა აკაკი შულაიამაც, რომელმაც ქობულეთის „შუქურას“ კარში მეორე გოლი ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაიტანა: 

„მნიშვნელოვანი გოლი იყო, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის. გამიხარდა, რომ მეტოქის კარის აღება შევძელი, ამავდროულად სასიამოვნოა, რომ სამი ქულის აღება მოვახერხეთ. იმედია, გამარჯვებებს გავაგრძელებთ და სამი ქულის მოპოვებას სამტრედიაშიც შევძლებთ“.

დატოვე კომენტარი