„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეულად გამოვიდეთ
„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეულად გამოვიდეთ

„საბურთალომ“ თბილისის „დინამო“ დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

„აქამდეც შეგვეძლო ჩემპიონები გავმხდარიყავით, მაგრამ ბევრი ქულა დავკარგეთ. ალბათ, ასეთი თამაში იყო აუცილებელი, პირველობა რომ მოგვეპოვებინა. მადლობელი ვარ ბიჭების, სამწვრთნელო შტაბის, ხელმძღვანელობის – მთელმა გუნდმა ამ სეზონში დიდი შრომა გასწია, ამ მიზნისთვის რომ მიგვეღწია“, – ამბობს „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი.

ამ გამარჯვებით „საბურთალოსთვის“ ახალი ეტაპი იწყება – მომავალ სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამაზეც ილაპარაკა – „ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემპიონები გავმხდარიყავით. ამის შემდეგ ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამ მნიშვნელოვან ტურნირზე საქართველო უნდა წარმოვადგინოთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ ღირსეულად გამოვიდეთ“.