საბურთალოს მთავარი მწვრთნელი - წელსაც მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძვით
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა საბურთალომ ლოკომოტივი გასვლით მატჩში 3:1 დაამარცხა და ქუთაისის ტორპედოსთან ერთად გათამაშების ლიდერი გახდა.
ლოკომოტივთან მოგებულ მატჩზე კომენტარი საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა.
„წინა მატჩებისგან განსხვავებით, ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშეთ და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. სეზონის დასაწყისია და არ ვართ ოპტომალურ სპორტულ ფორმაში. მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატებთ და ბევრად სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ. რაც შეეხება ჩემპიონობას, ჩვენ მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძვით. რა თქმა უნდა, რთულია ტიტულის შენარჩუნება, მაგრამ შეგვწევს ძალა, რომ პირველობისთვის ვიბრძოლოთ” – ამბობს საბურთალოელების მთავარი მწვრთნელი.