„საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი - რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება გვსურს
„საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი - რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება გვსურს

საბურთალომ” ბოლნისის „სიონი” დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დაიბრუნა. მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ამ შეხვედრამდე არსებულ სირთულეებზე ილაპარაკა.

„სანაკრებო პაუზის შემდეგ, ყოველთვის გვიჭირს სასურველი ფეხბურთის თამაში. ასე მოხდა ბოლნისელებთან შეხვედრაშიც. უკმაყოფილო ვარ თამაშის ხარისხით, თუმცა სასიხარულოა, რომ „სიონთან” გამარჯვებას მივაღწიეთ. მეტოქემ სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია, მატჩი ბოლომდე დაძაბული იყო”, – ამბობს ჭიაბრიშვილი.

„საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე გუნდის გაძლიერების აუცილებლობაზე ილაპარაკა.

„ჩვენ საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელი გიორგი გაბედავა დავიმატეთ და ვფიქრობ, რომ ის „საბურთალოს” წაადგება. გარდა ამისა, გაძლიერება კიდევ რამდენიმე პოზიციაზე გვსურს და ამ საკითხზე ვმუშაობთ. თუმცა, უმჯობესი იქნება, მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ”, – განაცხადა „საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა.