„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - ათი კაცით დარჩენილ „დილას“ მოგება უფრო სურდა, ვიდრე ჩვენ
„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - ათი კაცით დარჩენილ „დილას“ მოგება უფრო სურდა, ვიდრე ჩვენ

„ყველაზე საწყენი ის იყო, რომ ათი კაცით დარჩენილ მეტოქეა მოგება უფრო სურდა, ვიდრე ჩვენ“, – ეს გორის „დილასთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ შალამბერიძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში, „საბურთალომ“ კაცნაკლული მეტოქე ვერ დაამარცხა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1. თემურ შალამბერიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში გუნდის თამაშით უკმაყოფილება არ დამალა.

„თამაშს ვიგებდით, მეტოქე 10 კაცით დარჩა და ეტყობა, ჩვენი მოთამაშეები მოდუნდნენ. ამის გამო გავუშვით გოლი და შესაძალებელი იყო, წაგვეგო კიდეც, რადგან „დილას“ ფეხბურთელები უფრო მონდომებულები და კონცენტრირებულები თამაშობდნენ. ამის გამო პირველ ადგილოსნებთან დაწევის შანსი ხელიდან გავუშვით“, – აცხადებს „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი.

დატოვე კომენტარი