„საბურთალოს“ მორიგი სენსაცია - თბილისელებმა „სტიაუა“ დაამარცხეს #1TVSPORT
„საბურთალოს“ მორიგი სენსაცია - თბილისელებმა „სტიაუა“ დაამარცხეს #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე „საბურთალომ“ ბუქარესტის „სტიაუას“ უმასპინძლა და „დინამო არენაზე“ გამართული დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა მოიგო.

პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა რეალური საგოლე შანსი, მაგრამ ვერც ირაკლი სიხარულიძემ და ლევან ნონიკაშვილმა და ვერც სტუმართა შემტევმა ანდრეა კორდიამ ამ მომენტებით ვერ ისარგებლეს.

თუმცა, „საბურთალომ“ 41-ე წუთზე დაწინაურება მოახერხა. სწრაფი კონტრშეტევა საჯარიმოსთან ლევან ნონიკაშვილს გაუგრძელეს, რომელმაც ვითარება კარგად შეაფასა და დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა 1:0.

თბილისელებს კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა და საბოლოოდ, „საბურთალომ“ გულშემატკივრები გაახარა და შეხვედრა მოგებით დაასრულა 1:0. აღსანიშავია, რომ გუნდმა ევროთასებზე რამდენიმე შეხვედრა მოიგო, მაგრამ ეს შინ პირველი გამარჯვება იყო.

კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე „საბურთალოს“ და „სტიაუას“ განმეორებითი შეხვედრა ბუქარესტში 28 ივლისს გაიმართება.