"საბურთალოს" კვლავ ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"საბურთალოს" კვლავ ჭიაბრიშვილი გაწვრთნის

თბილისის “საბურთალოს” 2018 წელსაც გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 2017 წლის სეზონში თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა – ახალგაზრდულმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში გამოსვლა მე-4 ადგილზე დაასრულა და ცოტა დააკლდა, ევროპის ლიგის საგზური რომ მოეპოვებინა.

მაგრამ სეზონის დასრულებისთანავე, ჭიაბრიშვილს კლუბთან ხელშეკრულება დაუმთავრდა და უცნობი იყო, “საბურთალოში” დარჩებოდა თუ.

საბოლოოდ, კლუბის ხელმძრვანელობა ჭიაბრიშვილს ახალ კონტრაქტზე შეთანხმდა. ახლა თბილისელებს ზამთრის შევენება აქვთ. საბურთალოელები ახალი სეზონისთვის მზადებას იანვრის დასაწყისში შეუდგებიან.