„საბურთალოს“ ფრე და წაგება - ჩემპიონმა მაკედონიელებს ვერ აჯობა
„საბურთალოს“ ფრე და წაგება - ჩემპიონმა მაკედონიელებს ვერ აჯობა

საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე ორი საკონტროლო შეხვედრა გამართა. საქართველოს ჩემპიონი ორ მაკედონიურ გუნდს დაუპირისპირდა და ჯერ მეტოქეს დაუზავდა, შემდეგ კი წააგო.

გიორგი ჭიაბრიშვილი გუნდი დილით მაკედონიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან „პანდევის აკადემიას“ გაეჯიბრა. მერვე წუთზე გიორგი თევზაძის ფლანგური გარღვევის შემდეგ, ახლოდან ლაშა შინდაგორიძემ ზუსტად დაარტყა. პირველ ნახევარში მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ, 1:1.

საღამოს „საბურთალო“ „რაბოტნიჩკის“ შეხვდა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. ანგარიში მეხუთე წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა – 1:0. მაკედონიელებმა წონასწორობა სწრაფად აღადგინეს და მე-13 წუთისთვის „რაბოტნიჩკის“ კაპიტნსი, მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელის, ბლაჟე ილიოსკის დუბლით დაწუნაურდნენ და საბოლოოდ, „საბურთალომ“ შეკრებაზე პირველად დამარცხდა 1:2.

ამ ამხანაგურ მატჩით საქართველოს ჩემპიონმა პირველი თურქული შეკრება დაასრულა.