„საბურთალოს“ ფორმები და ინვენტარი მოპარეს - მიუხედავად ამისა, გუნდი „სამგურალთან“ თასზე ითამაშებს #1TVSPORT
„საბურთალოს“ ფორმები და ინვენტარი მოპარეს - მიუხედავად ამისა, გუნდი „სამგურალთან“ თასზე ითამაშებს #1TVSPORT

გლდანში მდებარე „ამერის“ სტადიონზე, სადაც საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ვარჯიშობს, საწყობი გატეხეს და, გუნდის ფორმებთან ერთად, ინვენტარი და სპეციალური ტექნიკა მოიპარეს. თუმცა კლუბში უარყოფენ, რომ ამ მიზეზით „საბურთალო“ „სამგურალთან“ სათასო შეხვედრას ვერ ჩაატარებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კლუბის პიარსამსახურის ხელმძღვანელმა, ბაია ვაშაყმაძემ განაცხადა.

„გუნდი გლდანში სავარჯიშოდ რომ მივიდა, საწყობი გატეხილი დახვდა. მოპარულია ბურთები, ფორმები, ტექნიკური ინვენტარი, გამოძიება უკვე დაწყებულია. სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს „სამგურალთან“ მოედანზე ვერ გავალთ – ეს ტყუილია. გუნდმა ჩვეულებრივ ივარჯიშა და 7 ნოემბერს თასზე ითამაშებს“, – გვითხრა ბაია ვაშაყმაძემ.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური შეხვედრები 7 ნოემბერს გაიმართება. „საბურთალო“ წყალტუბოს „სამგურალს“ თბილისში, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ 20:00 საათზე შეხვდება. მანამდე პირველი ფინალისტი „ფაზისი არენაზე“ გამოვლინდება, სადაც ფოთის „კოლხეთი“ ბათუმის „დინამოს“ 18:00 საათიდან უმასპინძლებს.