„საბურთალოს“ ფეხბურთელმა „ზიდანის ფინტი“ შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
„საბურთალოს“ ფეხბურთელმა „ზიდანის ფინტი“ შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

მეათე ტურის ცენტრალური შეხვედრაში, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა, „ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ თბილისურ დერბიში უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ამ მატჩის დროს ისეთი ეპიზოდი იყო, რომელიც სილამაზით გამოსარჩევია. პირველ ტაიმში „საბურთალოს“ ნახევარმცველმა, თორნიკე ძებნიაურმა ზინედინ ზიდანის სტილში იმდენად ეფექტური ფინტი გააკეთა, ნებისმიერი ვარსკვლავი ხელს მოაწერდა.

ასეთი ეფექტური მოძრაობებისთვის უყვართ ფეხბურთი მსოფლიოში და ამიტომ დადიან სტადიონებზე. სამწუხაროდ, ჩვენი ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ შეხვედრას კი ძალიან ცოტა გულშემატკივარი დაესწრო.

თორნიკე ძებნიაური 21 წლის არის და ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია. მისი ტრანსფერი „ლოკომოტივს“ ეკუთვნის, რომელიც „საბურთალოში“ იჯარით იანვარში ჩაირიცხა – „ლოკომოტივმა“ 21 წლის ფეხბურთელი ერთი წლით გაუშვა.

გერმანული პორტალი transfermarkt ძებნიაურის ტრანსფერს 100 ათასად ევროდ აფასებს. თორნიკე იყო საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც შვიდი მატჩი ჩაატარა.