„საბურთალოს“ დირექტორი - ზაგრების „დინამოსთან“ მემორანდუმს გავაფორმებთ
„საბურთალოს“ დირექტორი - ზაგრების „დინამოსთან“ მემორანდუმს გავაფორმებთ

ევროტურნირებზე „საბურთალოს“ სადებიუტო სეზონმა კლუბს ახალი პარტნიორები შესძინა. ამის შესახებ კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ განაცხადა.

ცნობილი გახდა, რომ „საბურთალო“ ზაგრების „დინამოსთან“, რომელსაც ზურგს დიდი ისტორია უმაგრებს, საქმიან თანამშრომლობაზე შეუთანხმდა..

„თბილისშიც და ზაგრებშიც კლუბის ხელმძღვანელები ერთმანეთს შევხვდით, ძალიან ნაყოფიერი საუბრები გამოდგა. გვაქვს წინასწარი მოლაპარაკება, რომ ჩამოვიდნენ თბილისში და მემორანდუმი გავაფორმოთ. ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოხდება. პირველ შეთანხმებას მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი U17, U18, U19 გუნდები, მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე ითამაშებენ, სადაც ევროპის წამყვანი კლუბების ასაკობრივი გუნდები გამოდიან“, – ამბობს კახა კაშია.

დატოვე კომენტარი